|
კომპანია "ინკო" გთავაზობთ
ლაზერული კარტრიჯების აღდგენას მსოფლიო ლიდერის Static Control
Component-ის დანადგარებითა და სახარჯი მასალით
- ამერიკული ტექნოლოგიის გამოყენება საშუალებას იძლევა გამოიყენოთ (დატენვა/აღდგენა
პროცედურების მონაცვლეობით) კარტრიჯი კორპუსის დეტალების ფიზიკურ
გაცვეთამდე. კარტრიჯის განმეორებით გამოყენების საშუალო რაოდენობა
მერყეობს 8-დან 12-მდე კარტრიჯის ტიპიდან გამომდინარე;
- ჩვენი კომპანია იძლევა
1 წლიან გარანტიას დატენილ/აღდგენილ
კარტრიჯსა და ბეჭდვის ხარისხზე;
- აღდგენის ყველა ეტაპზე ხორციელდება ხარისხის მკაცრი კონტროლი,
საბოლოო ეტაპზე კი ყველა კარტრიჯი გადის ბეჭდვის ტესტს;
- ორიგინალური შეფუთვა იცავს კარტრიჯს დაზიანებისგან;
- აღდგენილი კარტრიჯი 2 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ბეჭდვის
ხარისხსა და თვისებებს;
- დამუხტული/აღდგენილი კარტრიჯების ბეჭდვის ხარისხი და ნაბეჭდი
ფურცლების რაოდენობრივი მახასიათებლები სრულად შეესაბამება ორიგინალი
კარტრიჯის მწარმოებლის მიერ გაცხადებულ მახასიათებლებს;
- კარტრიჯების დატენვისა და აღდგენისათვის ჩვენი კომპანია იყენებს
მხოლოდ ორიგინალურ ამერიკულ კომპონენტებს;
- ყველა აღდგენილი კარტრიჯი ინომრება და შედის ჩვენი კომპანიის
მონაცემთა ბაზაში კარტრიჯის სასიცოცხლო ციკლის შემდგომი კონტროლისთვის.
გთავაზობთ HP, Canon, Samsung და სხვა
მწარმოებლების პრინტერების კარტრიჯების ფართო სპექტრის დატენვა/აღდგენას.
დაწვრილებითი
ინფორმაციის მიღება კარტრიჯებისა თუ პრინტერების მუშაობის პრინციპებზე,
ასევე ექსპლუატაციის წესებსა და სხვა კითხვებზე შესაძლებელია
ჩვენს საინფორმაციო გვერდზე.
|